ამჟამად მიჩნეულია, რომ ბუნებაში არ არსებობს ფუტკრის სადედე რძეზე უფრო აქტიური პროდუქტი ცოცხალი ორგანიზმის განვითარების, გაახალგაზრდავების და გამრავლებისთვის. ფუტკრის სადედე რძეერთადერთი პროდუქტია, რომელიც შეიცავს ორგანიზმისთვის საჭირო ყველა ამინომჟავას (მათ შორის 10 შეუცვლელია), ვიტამინებს (B1, B2, B5, B6, B12, A, D, PP, E DA A.შ) და 300-მდე მიკრონაერთს. მხოლოდდა მხოლოდ ფუტკრის სადედე რძეში გვხვდება გამაახალგაზრდავებელი ჰორმონი იუვენილური.
სადედე რძე მონაწილეობს სისხლის წარმოქმნასა და მასში ხოლესტერინის დონის მკვეთრად შემცირებაში. იგი ნივთიერებათა ცვლის რეგულატორია და შესაბამისად ახდენს წონის კორექციას.
ფუტკრის რძეს ბუნებაში ანალოგი არ მოეპოვება უშვილობის სამკურნალოდ. ორსულობის პერიოდში ხელს უწყობს ჩანასახის ნორმალურ განვითარებას, დედის ორგანიზმში ლაქტაციის პროცესის სტიმულირებას.
ფუტკრის სადედე რძე მნიშვნელოვნად აუმჯობესებს (30-50%) ადამიანის ფიზიკურ და გონებრივ შესაძლებლობებს. ამიტომ მისი მიღება მიზანშეწონილია მძიმე ფიზიკური დატვირთვისას, (სპორცმენებს) და დაძაბული გონებრივი შრომისპირობებში მყოფი ადამიანებისთვის (გამოცდების დროს).
სადედე რძე არეგულირებს და ამშვიდებს ნერვიულ სისტემას, ებრძვის სტრესს, დეპრესიას, გონებრივ და ფიზიკურ გადაღლას, იგი მნიშვნელოვნად ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას.
ფუტკრის რძე მრავალი დაავადების დროს გამოიყენება, როგორც სამკურნალოდ ასევე პროფილაქტიკის მიზნით. სადედე რძე მიჩნეულია საკვებ დანამატად, რომელსაც ძლიერი სამკურნალო დაბიომასტიმულირებელი თვისებები მოეპოვება. იგი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მხედველეობას, მეხსიერებას. ააქტიურებს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მოქმედებას (განსაკუთრებითსასქესოჯირკვლების), ხელს უშლის ყოველგვარი სიმსივნეების წარმოქმნას, ამცირებს შაქრის დონეს სისხლში, აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას, აღადგენს და აძლიერებს იმუნურსისტემას, ახდენს ორგანიზმის ბიოსტიმულირებას, სისხლის არტერიული წნევის რეგულირებას (როგორც მაღალი, ასევე დაბალი წნევის დროს). აჩქარებს ბავშვის ზრდის პროცესს, ხელს უწყობს მოზარდისნორმალურ განვითარებას (როგროც ფიზიკურ ასევე გონებრივ) სადედე რძე ძალზედ ეფექტურია პროსტატიტისა და პროსტატის ადენომის მკურნალობისას. მას გააჩნია ძლიერი მიკრობსაწინააღმდეგოთვისებები: იგი სპობს 21 სახის მიკროორგანიზმს. მათ შორის-სოკოს, ტუბერკულოზის (კოხის) ჩხირებს.
დოზა:
სადედე რძის დღიური პროფილაქტიკური ნორმა ზრდასრულთათვის 0.2 გრ.
16 წლამდე მოზარდებისთვის-- 0.1 გრ.
მიღების წესი:
დღეში 2-3 -ჯერ ჭამამდე 30 წთ-ით ადრე ენის ქვეშ დადებით. (როგორც ვალიდოლი) 10-15 წუთის განმავლობაში.
მისი მიღება შეიძლება თაფლთან და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტებთან ერთად.
აღნიშნული პროფილაქტიკური დოზის მიღება შეიძლება ხანგრძლივად როგორც საკვებ დანამატი 10 დღის შესვენებით.
გვერდითი მოვლენები:
ფუტკრის რძისადმი ალერგია, რაც გამოიხატება ნერვიული აგზნებადობით, თავის ტკივილით (რაც ძალიან იშვიათია)
უკუჩვენება:
ადისონის (თირკმელზედა ჯირკვლების დაავადება) დროს.
შენახვის პირობები:
ინახება მაცივარში ან თერმოსში, სადაც ტემპერატურა იქნება +2 c-დან +6 c-მდე.
No comments:
Post a Comment